ვახტანგ ჩოჩია: ჩვენ ვიხილეთ 18 ევროპელი სუბიექტის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც ემსახურება საქართველოში ერთი მხრივ დეზინფორმაციის, მეორე მხრივ კი ძალადობის წახალისებას

ჩვენ ვიხილეთ 18 ევროპელი სუბიექტის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც ემსახურება საქართველოში ერთი მხრივ დეზინფორმაციის, მეორე მხრივ კი ძალადობის წახალისებას, – ასე ეხმაურება ევროპელების წერილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია. ის წერილის გავრცელების მიზნებზეც საუბრობს.

„ამ შემთხვევაში მიზანი მარტივი და ნათელია – ცდილობენ ყველანაირ ფასად მოახდინონ ქართული ხელისუფლების დისკრედიტაცია და საქართველოს ხელისუფლების სათავეში იმ აგენტოკრატიული მმართველობის დაბრუნება, რომლის წარმომადგენელიც 9 წლის განმავლობაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“, – აცხადებს ჩოჩია.

მანამდე 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით განცხადება ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...