ცოტნე ანანიძე: სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ

კრიმინალ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია- წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ანანიძის თქმით, რადიკალების მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ.

„კრიმინალ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მისი და რადიკალების მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, რაც ვერ შეძლეს. ახლა კი ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ, ყველა მსგავსი მცდელობა იყო და იქნება ფუჭი.“-წერს წერს ანანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია და გამოძიება...