ცოტნე ანანიძე- კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ “ვიზით” შანტაჟს არ ახსენებდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის იმ განცხადებას პასუხობს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავენ.

კალასის განცხადებაზე, რომ „მაგიდაზე ყველა ვარიანტია, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რამაც, შესაძლოა, საქართველოს მთავრობა აიძულოს გათვლები შეცვალოს“ ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ მისი განცხადებები საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების და მათი არჩევანის უპატივცემულობაა.

„კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ “ვიზით” შანტაჟს არ ახსენებდა! მისი განცხადებები უპატივცემულობაა საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების და მათი არჩევანის.“-წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...