ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ ან ანა წითლიძე იტყუება, ან გვარამიამ მოატყუა ის, რომ 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიამ მას უთხრა, რომ მიშას გაწევდა და 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა.

ანანიძე მის ნათქვამს აბსურდს უწოდებს და ამბობს, რომ ან წითლიძე იტყუება ან გვარამია.

„ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ამგვარ აბსურდს არავინ დაიჯერებს!ან წითლიძე იტყუება, ან გვარამიამ მოატყუა ის!“- წერს ანანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და...

საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი...