წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები გავმართე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების – რველის, კორტანეთის, ზანავის, ბეშეთისა და ვარდგინეთის მცხოვრებლებთან

შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელაშვილთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონის კურატორთან, სერგი მუშკუდიანთან და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან ერთად, სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ვიმსჯელეთ.

ასევე, განვიხილეთ მიმდინარე, დაგეგმილი და დასრულებული პროექტები.

ჩემი და ჩვენი გუნდის მიზანია, ოთხი წლის განმავლობაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბევრი საინტერესო პროგრამა და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტს მდიდარი ტურისტული , კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა გააჩნია. ტურისტული მიმართულების განვითარება და გაძლიერება ჩვენი გუნდის პრიორიტეტი იქნება.

მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი...

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ ხელშესახებ...