ტრამპი: ზელენსკიმ უნდა დადოს შეთანხმება – რუსეთი ძალიან დიდი ძალაა, უკრაინა კი არა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა, გაემჟღავნებინა ის ძირითადი უთანხმოებები, რომელიც მას და რუსეთის პრეზიდენტს აქვთ უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე.

მისი თქმით, ისინი „ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ“.

„არსებობს ერთი ან ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტი, მაგრამ ვფიქრობ, მათი მიღწევა შესაძლებელია“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

„ახლა უკვე პრეზიდენტ ზელენსკის ჯერია, რომ შედეგს მიაღწიოს“, – დასძინა მან.

ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის ურჩევს, კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთთან შეთანხმებას მიაღწიოს.

„[ზელენსკიმ] უნდა დადოს შეთანხმება. რუსეთი ძალიან დიდი ძალაა. უკრაინა კი არა“, – აღნიშნა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ისეთი პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, დაამხონ...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია იმ პარტიების საქმიანობას, რომლებიც წესწყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას ცდილობენ, აბსოლუტურად...