ტრამპი: ვფიქრობ, დასასრულთან საკმაოდ ახლოს ვართ და უკრაინა ამას უნდა დაეთანხმოს

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუს კოლეგასთან პარასკევს გამართულ მოლაპარაკებებზე, ის შეთანხმდა, რომ უკრაინაში ომი ტერიტორიების გაცვლით და აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებით დასრულდება.

როდესაც Fox News-ის ჟურნალისტმა, შონ ჰანიტიმ ტრამპს ტერიტორიულ დათმობებსა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე ჰკითხა, ტრამპმა უპასუხა, რომ ამ საკითხებზე ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია.

„ჩემი აზრით, ეს ის საკითხებია, რომლებზეც მოლაპარაკებები გვქონდა და რომლებზეც ძირითადად შევთანხმდით“, – განაცხადა მან.

„სინამდვილეში, ვფიქრობ, ბევრ რამეზე შევთანხმდით. გეტყვით, რომ შეხვედრა თბილი იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.

„ვფიქრობ, დასასრულთან საკმაოდ ახლოს ვართ და უკრაინა ამას უნდა დაეთანხმოს“, – დასძინა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ისეთი პარტიები, რომლებიც წესწყობილებას ამხობენ, ან მიზანი აქვთ, დაამხონ...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუცია იმ პარტიების საქმიანობას, რომლებიც წესწყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას ცდილობენ, აბსოლუტურად...