ტრამპი: ახლახან მოვაწერე ხელი აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების ამოქმედებას კიდევ 90 დღით გადაავადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების შემოღება კიდევ 90 დღით, ანუ 10 ნოემბრამდე გადაავადა.

„ახლახან მოვაწერე ხელი აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების ამოქმედებას კიდევ 90 დღით გადაავადებს. შეთანხმების დანარჩენი სხვა დებულებები ძალაში რჩება“, – დაწერა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ჩინეთთან შეთანხმების გაფორმებასთან ახლოსაა. ტრამპმა აგრეთვე არ გამორიცხა, რომ ის ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს წლის ბოლომდე შეხვდება, თუ შეთანხმება გაფორმდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ბუტიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს

„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩის გარდა და წინააღმდეგობის გარდა...