თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

„სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ.

„პოლიტიკური მანიპულაციით ცდილობს, მართლმსაჯულებას თავი აარიდოს. გარკვეული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა ნამდვილად შეიძლება ღარიბაშვილის წერილსა და რადიკალური ოპოზიციის მიერ ამ წერილზე აგებულ დღის წესრიგს შორის. ჩვენ ყველამ ვნახეთ დაკითხვაზე შესვლამდე ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები და შესვლის შემდეგ გაკეთებული განცხადებები. ეს იყო მორიგი ქარიშხალი ჭიქაში, ეს იყო მორიგი სპეკულაცია.

სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა“, – აღნიშნა ფაღავამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა ობოლაძე: პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შესახებ უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, "ქართულ ოცნებას" მიეცა არგუმენტი, ისაუბროს პარტიების აკრძალვის...