თენგიზ შარმანაშვილი: კიდევ სარეცხი მანქანების რუსეთში შეტანაზე საუბრობენ ჩიპების ამოსაღებად? რუსეთს ჩინეთთან 4000 კილომეტრზე მეტი საზღვარი აქვს! რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა?

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სარეცხი მანქანების თემასა და საქართველოს გზით რუსეთში ჩიპების შეტანის შესახებ გავრცელებულ ვერსიებს ეხმაურება და ამბობს, რომ “ჭკუასთან ახლო ტყუილიც არ შეუძლიათ”.

დეპუტატის თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთს ჩინეთთან ათასობით კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს, საქართველოს ტრანზიტულ მარშრუტად მოაზრება ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

“კიდევ სარეცხი მანქანების რუსეთში შეტანაზე საუბრობენ ჩიპების ამოსაღებად ? ყველა სარეცხი მანქანის 80% ჩინეთში მზადდება, თუ მეტი არა. რუსეთს ჩინეთთან 4000 კილომეტრზე მეტი საზღვარი აქვს ! 4000! რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა? მძიმე შემთხვევაა, ჭკუასთან ახლო ტყუილიც არ შეუძლიათ !”- წერს შარმანაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პროკურატურა: რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი...

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და...