თამარ ჩიბურდანიძე: ევროკავშირი დემოკრატიის შუქურიდან გადაიქცა ტირანულ იმპერიად

„ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა ფაშისტური პოლიტიკაა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

ექსპერტის თქმითვე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის დიქტატურის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ პოლიტიკას ახმოვანებს.

„პაველ ჰერჩინსკი იმ პოლიტიკის ნაწილია, რაც დღეს ევროკავშირის ახლანდელი ხელმძღვანელობისგან წარიმართება. ჩვენ ყოველთვის როცა
დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ვსაუბრობდით ამერიკის მთავრობაზე, ხაზს ვუსვამდით – ბაიდენის ადმინისტრაციაზე. დღეს კი ვსაუბრობთ ევროკავშირის ახლანდელ ხელმძღვანელობაზე, დღევანდელ ლიდერშიპზე.
ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა ნამდვილად ფაშისტური პოლიტიკაა და ამ შეფასებას არ შევამსუბუქებ. ორბანი, ფიცო და სხვა მრავალი პოლიტიკოსი ევროკავშირიდან ამბობს, რომ დღეს ევროკავშირში არის დიქტატურა და არა დემოკრატია. სწორედ ამ დიქტატურის ნაწილია ჰერჩინსკი და სწორედ ამ დიქტატურულ პოლიტიკას ახმოვანებს საქართველოში. ევროკავშირი დემოკრატიის მართლაც შუქურიდან გადაიქცა ტირანულ იმპერიად,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს. EPC-ის რიგით მე-9 კონფერენციის მონაწილე ლიდერებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრიმიჰოლმარტინი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური სამიტის გახსნით პლენარულ სესიას...