სტივ უიტკოფი: პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა, არსებობს სამშვიდობო წინადადება

პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა, მაგიდაზე დევს სამშვიდობო წინადადება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, „ფოქს ნიუსთან” განაცხადა.

უიტკოფი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა „კეთილსინდისიერი ძალისხმევა“ გასწია, როდესაც ალასკას სამიტზე ჩავიდა, თუმცა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ძალზე რთული მოსაგვარებელია.

„ვფიქრობ, პუტინმა კეთილსინდისიერი ძალისხმევა გასწია ჩართულობისთვის. მან ნამდვილად გააკეთა ეს ალასკას სამიტზე. თუმცა ეს ძალიან რთული კონფლიქტია. პრეზიდენტი [ტრამპი] მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის დასრულებას. მან უდიდესი სამუშაო გასწია შვიდი სხვადასხვა კონფლიქტის მოსაგვარებლად, რადგან მას მთელი გულით სურს, რომ ადამიანების ხოცვა დასრულდეს. ვიმედოვნებ, როდესაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის თვალსაზრისით შეფასების დრო მოვა, ფართოდ იქნება აღიარებული მის მიერ გაწეული სამსახური,“ – განაცხადა სტივ უიტკოფმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...