სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა საჩხერის სოფლებში აღდგენილია

სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს საჩხერის სოფლებში ჭალოვანსა და ხვანში. მიმდინარე პროცესს ადგილზე ეცნობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და საჩხერის მერი ლევან ივანაშვილი.
სტიქიის ადგილზე დილიდან მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და ამ დროისთვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დაზიანებული ხიდის მიმდებარედ მოეწყო შემოვლითი გზა.
წვიმის სახით მოსულმა ნალექმა პრობლემები შექმნა საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.
ღვარცოფულმა მოვლენებმა გამოიწვია ცენტრალური საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთის პარალიზება. ადიდებულმა მდინარე ,,ფიცხავამ” სოფელ ჭალოვანის ფიცხავეების უბანში დააზიანა 1 კმ-მდე ცენტრალური გზა და მასზე არსებული ხიდ-ბოგირი. ასევე სანიაღვრე, ნაპირსამაგრი ნაგებობები და გაბიონები

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს...

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ...