სოზარ სუბარი: ნიკა გვარამია არა უბრალოდ სახე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, არა უბრალოდ გამხმოვანებელი იყო მათი მესიჯების, არამედ იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტებისა, რასაც ერქვა სააკაშვილის ხელისუფლება და სააკაშვილის მმართველობა

ნიკა გვარამიამ დღეს გადაწყვიტა, რომ ვითომ გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიუმხრობელი, შუაშისტური ამომრჩევლის ხმებზე ინადიროს, მაგრამ, ამ შემთხვევაში მისი ეს მცდელობა არის განწირული, იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არა უბრალოდ სახე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, არა უბრალოდ გამხმოვანებელი იყო მათი მესიჯების, არამედ იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტებისა, რასაც ერქვა სააკაშვილის ხელისუფლება და სააკაშვილის მმართველობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, ნიკა გვარამია არა მხოლოდ ახმოვანებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციას, არამედ თავად ადგენდა ბოროტ სქემებს.

„თუნდაც ის ფაქტი, რომ იმედში შეჭრასთან დაკავშირებით, სწორედ ის ახმოვანებდა ხელისუფლების პოზიციას და გახმოვანებასთან ერთად ის ადგენდა იმ ბოროტ სქემებს. ამას ის ვერ ჩამოირეცხავს ვერასდროს და რაც არ უნდა დღეს ვითომ აღიარებები ჰქონდეს, თუ არ იქნება აღიარება სასამართლოს წინაშე და თუ არ იქნება სინანული ამ ყველაფრის გამო გამოთქმული, ბუნებრივია ის დარჩება ამ რეჟიმის არა მხოლოდ სახედ, არამედ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...