შალვა თადუმაძე სანქციაზე: ვითხოვ ლიეტუვას სახელმწიფოს წარმომადგენლისგან ოფიციალურ განმარტებას თუ რატომ და როგორ მოვხვდი ამ სიაში

მე ვითხოვ ლიეტუვას სახელმწიფოს წარმომადგენლისგან ოფიციალურ განმარტებას თუ რატომ და როგორ მოვხვდი ამ სიაში, – განუცხადა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების პასუხად.

„ჯერ ერთი, დამასახელა ქართველ პოლიტიკოსად და მოგეხსენებათ, მე არ ვარ ქართველი პოლიტიკოსი. მე ვარ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მეორე, მას აბსოლუტურად შეცდომით აქვს მითითებული ჩემი თანამდებობა. მე არ ვარ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მე ვარ სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე. მესამე, მან დამადანაშაულა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მე ოდესმე დამირღვევია ადამიანის უფლებები. მით უმეტეს, უხეშად. პლუს ამას, დააკავშირა ჩემი ყველა საქმიანობა იმ პროტესტთან და იმ ქმედებებთან, რომლებიც უკანასკნელ დღეებში მიმდინარეობს სახელმწიფოში, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს. მათ შორის, არც სამართლებრივი“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

შალვა თადუმაძე გეგმავს დასანქცირების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს. ამასთან, თადუმაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს წერილი მისწერა, სადაც სთხოვს, საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესის თანახმად, საგარეო უწყებამ მოიწვიოს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი და უზრუნველყოს ამ შეხვედრაზე მისი დასწრება, რათა ოფიციალური პირისგან მიიღოს განმარტება, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სადღობელაშვილი: ნაცმოძრაობა და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს...

დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის “საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა”, -...