შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ ლევან კობიაშვილს, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც უეფას აღმასრულებელ კომიტეტში არჩეული პირველი ქართველი!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტვიტერზე ლევან კობიაშვილის უეფას აღმასრულებელ კომიტეტში არჩევას ეხმიანება.

შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ახალ პოზიციაზე წარმატებას უსურვებს.

,,ვულოცავ ლევან კობიაშვილს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც უეფას აღმასრულებელ კომიტეტში არჩეული პირველი ქართველი!
თქვენი ლიდერობა და თავდადება შთააგონებს ფეხბურთელების მომავალ თაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. წარმატებებს გისურვებთ ახალ როლში!” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ...

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და...