შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის უცხოელ მრჩევლებს მოვუწოდე, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის უპატივცემულობის პანდორას ყუთი

სალომე ზურაბიშვილის მრჩევლებს, განსაკუთრებით, უცხოელ მრჩევლებს მოვუწოდე, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას პანდორას ყუთი – კონსტიტუციის უპატივცემულობის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანი, იმის მიუხედავად, რა თანამდებობას იკავებს, ვალდებულია, ქვეყნის კონსტიტუციას პატივი სცეს.

„დავინახეთ, რომ პრეზიდენტმა დადასტურებულად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ჯერ კიდევ ბოლომდე მაინც იმედი არ მაქვს გადაწურული, მაგრამ, როგორც ჩანს, იქითკენ მიდის საქმე, რომ ის აპირებს, დარღვევა იყოს არა ერთეული ექსცესი მისი მხრიდან, არამედ იყოს სისტემა. მისი მხრიდან საქართველოს კონსტიტუცია არის აბსოლუტურად უპატივცემულო. ეს არის პანდორას ყუთი, რომლის გახსნასაც არავის ვუსურვებ. მის მრჩეველებს, განსაკუთრებით, უცხოელ მრჩეველებს მოვუწოდე, რომ მას დაჟინებით ურჩიონ, არ გახსნას პანდორას ყუთი – კონსტიტუციის უპატივცემულობის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს...