შალვა პაპუაშვილი: რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან

რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან, – განუცხადა ჟურნალისტებს მონტენეგროში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაზე, რომ ინიციირებული ცვლილებები, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ეხება, შეუსაბამოა კანონიერების პრინციპებთან. და ეს ხდება მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელების დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ და ეკა გიგაურმა წერონ ესტონეთის მთავრობაზე. ის არის ესტონეთში რეგისტრირებული და დიდი ალბათობით, ესტონეთისგან დაფინანსებული ადამიანია, რომელიც თანხას იღებს უცხოეთიდან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველო. საქართველოსთან დაკავშირებით მისი აზრები უინტერესოა, ვინაიდან ცნობილია, რომ ეს [ორგანიზაციის საქმიანობა] არის უცხოური დაკვეთა ქვეყნის დასაზიანებლად. ეს სინამდვილეში გვიადვილებს ბევრ საქმეს, რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...