შალვა პაპუაშვილი: მრავალმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, რუდუნებით და დიდი მოთმინებით ვიარეთ ამ დღისკენ, ვიარეთ რწმენით და ღრმა შეგნებით, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდით ისტორიულ წიაღში

მრავალმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, რუდუნებით და დიდი მოთმინებით ვიარეთ ამ დღისკენ, ვიარეთ რწმენით და ღრმა შეგნებით, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდით ისტორიულ წიაღში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც პრემიერის ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება.

„მრავალ გამარჯვებათა შორის, რომელიც ჩვენს სამშობლოს მოუპოვებია, დღევანდელი წარმატება ერთ-ერთი გარდამტეხია საქართველოს ისტორიის უგრძელეს გზაზე. ეს ვიცით თითოეულმა ქართველმა. ვიცით, რადგან ევროპა ჩვენთვის არც უბრალო გეოგრაფიაა და არც მხოლოდ პოლიტიკური ერთობა, ეს არის ჩვენი მსოფლმხედველობა, სულიერება და ბუნებრივი მდგომარეობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...