შალვა პაპუაშვილი: მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი არის ნონა წოწორია, რომელიც ადეიშვილის პერიოდში იყო გენპროკურორის მოადგილე – ასეთი წარსულის ადამიანი ამოწმებს კეთილსინდისიერებას, რომელიც აქ წამების სისტემის შექმნის თანამონაწილე იყო

მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი არის ნონა წოწორია, რომელიც ადეიშვილის პერიოდში იყო გენპროკურორის მოადგილე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„როდესაც მიდიოდა ქონებების ჩამორთმევა, ტელევიზიებისა და მედიების შეზღუდვა, ძალადობის ნორმალიზება, აი, მაშინ, ის იყო გენპროკურორის მოადგილე. ეს ადამიანი, ნონა წოწორია დღეს მოლდოვაში წყვეტს ვინ გახდეს მოლდოვაში მოსამართლე და ვინ გახდეს პრეზიდენტი.

ასეთი წარსულისა და რეპუტაციის ადამიანი ამოწმებს კეთილსინდისიერებას, რომელიც აქ წამების სისტემის შექმნის თანამონაწილე იყო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ჩვენ მიერ წარმოდგენილ ოპოზიციის განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური...

განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე, დაშავებული პოლიციელების, როგორ ესხმიან დამხობის მონაწილეები პოლიციელებს, ნაცემი პოლიციელების, ჟურნალისტებზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის...