შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია სწორედ სოლიდარობის მაგალითის წახალისება და შექება და არა ის, როდესაც მედიაექსტრემისტებად ქცეული ფსევდო-ჟურნალისტები თავიანთი კოლეგების „დასახვრეტ“ სიებს აქვეყნებენ

მნიშვნელოვანია სწორედ სოლიდარობის მაგალითის წახალისება და შექება და არა იმ სრულიად ფარისევლური პროცესის წაყრუება, როდესაც მედიაექსტრემისტებად ქცეული ფსევდო-ჟურნალისტები თავიანთი კოლეგების „დასახვრეტ“ სიებს აქვეყნებენ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

„ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვეტი, რაზეც საზოგადოების თანხმობა და ემპათია დგას, სოლიდარობაა. კარგია, რომ ვიხილეთ მედიის წარმომადგენლებისგან ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის მაგალითი, განსაკუთრებით კი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ გამოხატული აგრესიის შემთხვევაზე.

ეს მაგალითი უნდა დარჩეს როგორც სახელმძღვანელო, რათა მომავალში ასეთი სოლიდარობა არ განირჩეოდეს პოლიტიკური თუ კონკრეტულ მედიასაშუალებასთან კუთვნილების ნიშნით. შერჩევითი არც მართლმსაჯულებაა მართებული და არც სოლიდარობა.

მნიშვნელოვანია სწორედ სოლიდარობის მაგალითის წახალისება და შექება და არა იმ სრულიად ფარისევლური პროცესის წაყრუება, როდესაც მედიაექსტრემისტებად ქცეული ფსევდო-ჟურნალისტები თავიანთი კოლეგების „დასახვრეტ“ სიებს აქვეყნებენ. პროსკრიფციების გამოქვეყნებით წარმართული ბრძოლა ცალსახად დასაგმობია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა...

გამოქვეყნდა გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიში. კვლევის მიხედვით, უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით - მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების...