შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი. დღეიდან ეს უკვე დოკუმენტურად გაფორმებული ფაქტია და ამას აღარაფერი ეშველება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი.

დღეიდან ეს უკვე დოკუმენტურად გაფორმებული ფაქტია და ამას აღარაფერი ეშველება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძეს.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 441-მა დეპუტატმა, 47 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კახა კალაძე: 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის, ჩემთვის საინტერესო არ...

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის საინტერესო არ არის 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ამის შესახებ მან მედიასთან ილაპარაკა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს...