სალომე ზურაბიშვილი – დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ

დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ღირსების ორდენით“ დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის ოფიციალურ პირებს, რომელთა წინააღმდეგაც ახლახან სანქციები დააწესეს, რა რეაქცია უნდა გქონდეს?“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.

მისივე თქმით, „სწორედ მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ და პროპაგანდისტული არხი „იმედი“ აცხადებენ, რომ ეუთო საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს. უცხოური განცხადებების შესახებ ტყუილი წესად იქცა“.

„ძველი საბჭოთა ჩვევა! დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...