საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბრის 12:00 საათზე გაგრძელდება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, 9 ნოემბერს, 14:00 საათზე დანიშნული არსებითი განხილვის სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

მათივე ინფორმაციით, სხდომები გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე.

„9 ნოემბერს 14:00 საათზე დანიშნული არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“ (კონსტიტუციური სარჩელი №1979) გადაიდო ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და აღნიშნული სხდომა განახლდება 10 ნოემბერს 12:00 საათზე. სხდომები გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და...

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2025 წელს ჩვენმა გუნდმა დააინიციირა და პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მედიის მიერ საზოგადოებისათვის სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას...