საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან  აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.

მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გაეროსთან ბურუნდის, ნეპალის, ლესოთოს და ქუვეითის მუდმივ წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოს აქტიურ ჩართულობას ორგანიზაციისა და მისი ინსტიტუტების საქმიანობაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საქართველოს რეგიონულ როლსა და ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საერთაშორისო თუ რეგიონულ ფორმატებში მშვიდობისა და სტაბილურობის მტკიცე მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს და მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს...

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ...