საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია. საგარეო უწყების ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ალენ ბერსეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიხესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან – შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტთან – მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან – მაკა ბოჭორიშვილთან.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 17-21 დეკემბერს იმართება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე მაკო რატიანზე: ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებული მაკო რატიანის ისტორიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მონათხრობი იმ მძიმე ტანჯვას წარმოაჩენს, რომლის გადატანაც მას „ნაციონალური...