რობერტ ფიცომ სლოვაკეთში პროტესტებთან კავშირში „ქართული ლეგიონი“ დაადანაშაულა და მის ხელმძღვანელს მამუკა მამულაშვილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის ქვეყანაში პროტესტების უკან უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ დგას. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.

როგორც სლოვაკეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიტინგებში მონაწილე ოპოზიციონერებს და არაპოლიტიკურ ორგანიზაციებს, როგორიცაა „მშვიდობა უკრაინას“, „ქართულ ლეგიონთან“ აქვთ კავშირი.

ფიცოს განცხადებით, „ქართული ლეგიონი“ უკრაინულ კონტრდაზვერვასთან არის დაკავშირებული, ხოლო მისი ლიდერი მამუკა მამულაშვილი იმ პირთა შავ სიაშია შეყვანილი, რომლებსაც სლოვაკეთში შესვლა აეკრძალათ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...