Reuters: თებერვალში აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მყარად გაიზარდა

თებერვალში, აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მყარად გაიზარდა საწვავისა და საცხოვრებლის ფასების ზრდის ფონზე, რაც მიუთითებს ინფლაციის გარკვეულ მდგრადობაზე, რამაც შეიძლება შეაფერხოს ფედერალური სარეზერვო ბანკის საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი შემცირება ივნისში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი გასულ თვეში გაიზარდა 0.4%-ით. თებერვლამდე 12 თვის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3.2%-ით გაიზარდა.

ინფლაცია იანვარში გაიზარდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მომსახურების მიმწოდებლების მიერ წლის დასაწყისიდან ფასების მატებით, რაც ეკონომისტების თქმით, სრულად არ იყო გათვალისწინებული აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყენებული მოდელით.

საკვებისა და ენერგიის არასტაბილური კომპონენტების გამოკლებით, გასულ თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან, რაც უფრო მეტი მათგანი მიხვდება, რომ კონსტიტუციისა და კანონის საწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს...