Reuters: აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სანქციები მიმართულია კომპანიებისა და გემების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი არიან ირანული ნავთობის ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში.

ე.წ. შავ სიაში მოხვდა 13 ორგანიზაცია, რომლებიც ბაზირებულნი არიან ჰონკონგში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მარშალის კუნძულებზე, ასევე რვა გემი.

სანქციები დაუწესდა საბერძნეთის მოქალაქეს ანტონიოს მარგარიტის და მის კომპანიებსა და გემებს, რომლებიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ჩართულნი იყვნენ ირანული ნავთობის ტრანსპორტირებაში სანქციების გვერდის ავლით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...