4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

Reuters: ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, სახელმწიფო საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხანძარი კონდიცირების სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.

ხანძარი დაახლოებით დილის 7 საათზე გაჩნდა. ცეცხლი პაკისტანის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის (PIMS) შენობის მესამე სართულზე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის განყოფილებაში გავრცელდა.

შემთხვევა ბოლო წლებში პაკისტანში საავადმყოფოებში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ხანძრად ითვლება. ქვეყანაში სახელმწიფო ჯანდაცვა სუბსიდირებულია, თუმცა სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა არასაკმარისი რესურსებით მუშაობს და გადატვირთულია.

როგორც Reuters-ი იუწყება, ხანძრის გაჩენის დროს პალატაში 16 ახალშობილი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთის გადარჩენა მოხერხდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა ხელისუფლებას შემთხვევის დაუყოვნებლივი გამოძიება დაავალა.

„უნდა დადგინდეს პასუხისმგებელი პირების ვინაობა და მათ მიმართ უმკაცრესი ზომები გატარდეს“, – ნათქვამია შარიფის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

🤝🕊️ შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, სამოქალაქო თანასწორობა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.