რატი იონათამიშვილი პიტერ ფიშერზე: ეს ბატონი, ე.წ. ელჩი დარჩება ნამდვილად მაგალითად იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენელი

ეს ბატონი, ე.წ. ელჩი დარჩება ნამდვილად მაგალითად იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენელი, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის შესახებ.

იგი ამგვარად გამოეხმაურა პიტერ ფიშერს, რომელმაც ჯერ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვას 1 800 000 000 ევროს გადასცემს, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის შემდეგ აღიარა, რომ აღნიშნული თანხიდან 1 500 000 000 ევრო მოლდოვას სესხის სახით გადაეცემა.

„ძალიან უხერხულია, რომ საქართველოში გერმანიას წარმოადგენს ისეთი ადამიანი, რომელიც დიპლომატიის ასეთ დაბალ სტანდარტს დებს და ფაქტობრივად, ფეიკნიუსების გავრცელებით არის დაკავებული”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს სოციალურ ქსელ X-ში, სადაც ის დიპლომატს მოლდოვისთვის 1 800 000 000 ევროს გადაცემის შესახებ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის გამო აკრიტიკებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...