რატი იონათამიშვილი ლაური ლაატსზე: ამ ადამიანმა გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება და მკაფიოდ თქვა ის, რომ არ შეიძლება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ამ სამართლიანი პოზიციის დაფიქსირების გამო გადაყენებას უპირებენ

სინამდვილეში, ამ ადამიანმა გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება და მკაფიოდ თქვა ის, რომ არ შეიძლება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ამ ნამდვილად სამართლიანი პოზიციის დაფიქსირების გამო, ისინი პოზიციიდან გადაყენებას უპირებენ. აქედან ჩანს, როგორი ძალები იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

ის ესტონეთის მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ესტონეთის პარლამენტის საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ლაური ლაატსს გადაყენებით ემუქრებიან, ვინაიდან ის საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ განცხადებებს აკეთებს.

ლაატსის გადაყენების ინიციატორი საპარლამენტო ფრაქცია Eesti 200-ის წევრი ანდო კივიბერგია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: “ხალხის ძალა” სულ ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი რეცეპტი...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის გამოსვლებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ, წარსულში ჩადენილი ქმედებების მიუხედავად,...