რატი იონათამიშვილი “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე: ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ – 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ!

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე არასამთავრობოების მიერ დაგეგმილ მსვლელობას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მსვლელობა სწორედ 9 აპრილს იმართება.

“ამაზე მეტი სიმბოლიზმი, ამაზე მეტი ლუსტრაცია რა უნდა იყოს და ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ – 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ!” – წერს რატი იონათამიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე არჩილ გორდულაძე “რადიო თავისუფლებასთან” აცხადებს, რომ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალია, დაიცვას...