რატი იონათამიშვილი: არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია უკვე გამოხატავს სრულ კაპიტულაციას

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი მთლიანად რადიკალური ოპოზიცია. ასე უპასუხა მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას.

„ეს პროცესები, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სამართლიანი, იმ უსამშობლო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო, რითაც გამოირჩევა ზოგადად ეს ოპოზიციური სპექტრი. ვიცით, რომ ისინი ისედაც დაცლილები არიან ყოველგვარი ღირებულებებისგან. ახლაც, არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი, მაგრამ უკვე გამოხატავენ სრულ კაპიტულაციას“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...