რამაზ საყვარელიძე: ხალხში მძაფრი სურვილია იმის, რომ საქართველოში არეულობა არ იყოს და არ მოხდეს რევოლუცია

ხალხში მძაფრი სურვილია იმის, რომ საქართველოში არეულობა არ იყოს და არ მოხდეს რევოლუცია, – განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „დღის ქრონიკაში“ ლონდონში კეზერაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ საუბრისას.

წამყვანმა მას ჰკითხა რა არის საჭირო რევოლუციისთვის და მხოლოდ სანქციები და ფული საკმარისია თუ არა.

„ხალხში მძაფრი სურვილია იმის, რომ საქართველოში არეულობა არ იყოს და არ მოხდეს რევოლუცია. ბევრი არეულობა ვიგემეთ. ახალი არეულობის მიმართ რამდენად ცოტაც არ უნდა დარჩეს სიმშვიდის მხარდამჭერი, სიმშვიდის მხარდაჭერა თავგანწირული იქნება. ეს უნდა იცოდნენ მათ, ვისაც არეულობა უნდა“, – აღნიშნა საყვარელიძემ.

არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დავით კეზერაშვილთან გაემგზავრა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...