RAF-ის დამფუძნებელი: ჩვენთვის დიდი პატივია, რომ პარტრიორებმა საქართველოში მოგვიწვიეს – უკეთეს ადგილს ვერ ვიპოვიდით, რომ ეს შეჯიბრება ჩაგვეტარებინა

ლადო, გივი, მერაბი, ეს ის ხალხია, ვინც საქართველოში დაგვპატიჟა. მოხარულები ვართ, რომ ბრწყინვალე გუნდი გვყავს საქართველოში, – განაცხადა RAF-ის დამფუძნებელმა ჩად პროსტეინმა პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ 8 კვირაში მოვახერხეთ ყველაფრის ორგანიზება ქართველი პარტნიორების დახმარებით. ეს არის საუკეთესო ჯგუფი, რომელიც ბრწყინვალე მოჭიდავეებისგან შევქმენით. ეს არის ჩვენთვის საოცარი გამოცდილება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ქართველმა პარტნიორებმა საქართველოში მოგვიწვიეს.

ეს არის პირველი ქვეყანა, ვისთანაც ვპარტნიორობთ. საქართველოში ჭიდაობა ძალიან პოპულარულია. ჩვენ უკეთეს ადგილს ვერ ვიპოვიდით, რომ ეს შეჯიბრება ჩაგვეტარებინა“, – აღნიშნა RAF-ის დამფუძნებელმა.

11 ივლისს თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...