პრემიერი: ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ – ორ წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები და ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან შთამბეჭდავი

ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ, ახლა შექმნეს მეთერთმეტე ფანჩატური და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, ორ წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები, „ქართული ოცნება“ უკვე ემზადება და გამარჯვება იქნება ძალიან შთამბეჭდავი.

„ვიდრე ოპოზიციამ შექმნა ათი ე.წ. ფანჩატური, ათი არჩევნები მოვიგეთ. ახლა შექმნეს მეთერთმეტე ფანჩატური და მეთერთმეტე არჩევნებსაც მოვიგებთ. მარტივად არის საქმე. ორ წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები, აჭარაში იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ჩვენ უკვე ვემზადებით ამ ყველაფრისთვის და ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან შთამბეჭდავი“, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: ანა ბუჩუკურს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის შესახებ...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა გააკრიტიკა. აბაშიძის შეფასებით, სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და...