პრემიერი – მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის – დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა, ყველაფერი წინაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კიბახიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მადლობას უხდის.

“მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა!”,- წერს პრემიერი “ფეისბუქზე”.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა. შეხვედრა 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი: თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რეგიონში არსებულ კონფლიქტებს, საქართველოს როლი...

თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რაც რეგიონში გვაქვს, იმ კონფლიქტებს, რომელიც გარშემო არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი კიდევ უფრო გაზრდილია. ეს ცხადად ჩანს ცენტრალური...