პრემიერი ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე: ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები, ასევე დაიცვან კონვენციები

ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრებასთან დაკავშირებით.

პრემიერი მოუწოდებს ყველას, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და მისი პრინციპები.

„ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. მე ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები. ასევე დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის, იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან...

დღეს ბათუმში ვმასპინძლობთ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოხარული ვარ, რომ ამ ფორმატში პირველი შეხვედრა...