პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჩვენი სურვილია, გადავტვირთოთ ურთიერთობები, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით და ასეთი გზავნილები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ჩვენი სურვილია, გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები მთლიანად, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და გავაკეთოთ ეს ყველაფერი სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით და ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს. ესაა ჩვენი სურვილი და მოთმინებით ველოდებით ამერიკული მხარის მყარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით,“- აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...