პრემიერი – დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ძალიან უნდა ხმის მიცემა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტისთვის, უბრალოდ მათი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ

მე დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ძალიან უნდა ხმის მიცემა, გამომდინარე იქიდან, რომ უკიდურესად არაპოპულარული იქნება მათი მხრიდან თავის შეკავება ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რის გამოც შეიძლება თავი შეიკავონ, არის ის, რომ მათი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ.

„მე დარწმუნებული ვარ, ძალიან უნდათ მათ ხმის მიცემა, უბრალოდ მათი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ. ეს არის ერთადერთი, რის გამოც მათ შეიძლება შეიკავონ თავი,“- განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის...