პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, საუბარი უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ნაადრევია

პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის განცხადებით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ომის გამო უნდა გადაიდოს, ხოლო კიევის გაწევრიანება ევროკავშირში არის ნაადრევი.

მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც ომშია, ნატოში ვერ გაწევრიანდება.

„იმიტომ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ პოლონეთიც და ლიეტუვაც იომებენ, ამიტომ ეს დისკუსია უნდა გადაიდოს. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ნავროცკიმ.

ხოლო რაც შეეხება ევროპის კავშირს, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონეთისა და ლიეტუვის გაწევრიანების პროცესი წლების მანძილზე გრძელდებოდა, საჭირო იყო მრავალი დეტალის გათვალისწინება.

„რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უკრაინა მომავალში ლათინური, ან, ვთქვათ, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი უნდა იყოს. თუმცა, ჩემი აზრით, დღევანდელი დისკუსია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არის ნაადრევი“, – თქვა ნავროცკიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...