Politico: მემარჯვენე და მემარცხენე ევროპარლამენტარები ამაღამ ურსულა ფონ დერ ლაიენის ნდობის საკითხს დააყენებენ

პარტია „პატრიოტებისა“ და „მემარცხენეების“ დეპუტატები ევროპარლამენტში დღეს შუა ღამისას ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხს დააყენებენ. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დეპუტატებმა ფონ დერ ლაიენის ნდობის საკითხის დაყენება რამდენიმე საათის წინ ევროპარლამენტში მისი გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტეს. ეს იქნება რიგით მეორე კენჭისყრა უნდობლობის საკითხზე უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში.

Politico წერს, რომ თუ ნებისმიერი ერთი ჯგუფის წინადადებას ევროდეპუტატთა უმეტესი ნაწილი მხარს დაუჭერს, ფონ დერ ლაიენს გადადგომა მოუწევს. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტს პარლამენტში დიდი მხარდაჭერა აქვს.

ფონ დერ ლაიენს საკუთარი პოზიციის გასახმოვანებლად პარლამენტში ოქტომბერში მოუწევს მისვლა.

„ევროკავშირი დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტს პრობლემებთან გამკლავების უნარი არ შესწევს“, – წერია მემარჯვენეების განმარტებით ბარათში, რომელიც Politico-მ მოიპოვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...