პიტერ სიიარტო: ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები პარასკევამდე დარჩენილ ყოველ დღეს იყენებენ, რათა საბოტაჟი მოუწყონ ტრამპი-პუტინის შეხვედრის წარმატებას

სამწუხაროდ, ევროკავშირის ომის მომხრე პოლიტიკოსები პარასკევამდე დარჩენილ ყოველ დღეს იყენებენ, რათა ძირი გამოუთხარონ მშვიდობისკენ მიმავალ გზას და საბოტაჟი მოუწყონ ტრამპი-პუტინის შეხვედრის წარმატებას, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა-რუსეთის შეთანხმება მშვიდობის საუკეთესო შანსს იძლევა.

„ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ცეცხლის შეწყვეტის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და დიპლომატიური არხების ღიად დატოვებისკენ, მაშინაც კი, როცა ამის გამო ევროპელი და ამერიკელი ყოფილი პოლიტიკური ლიდერების თავდასხმის ობიექტები ვხდებოდით“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

„უნგრეთს სურს, რომ სამიტი წარმატებული იყოს, მზად არის, გასწიოს ყველა საჭირო მხარდაჭერა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მისი დაბლოკვისა თუ საბოტაჟის მცდელობები“, – დასძინა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ბუტიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს

„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩის გარდა და წინააღმდეგობის გარდა...