პიტერ სიიარტო: დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებას უნგრეთი არ შეასრულებს, საქართველოს მომავალი საქართველოში უნდა გადაწყდეს

უნგრეთი საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, – განაცხადაუნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ.

„უნგრეთი არ შეაჩერებს თავის შეთანხმებას საქართველოსთან სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო მოთხოვნისგან გათავისუფლების შესახებ, რადგან უნგრეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალი საქართველოში უნდა გადაწყდეს და ქართველებმა მიიღეს მკაფიო გადაწყვეტილება, მოსწონს ეს ბრიუსელს, თუ – არა“, – აღნიშნა სიიარტომ.

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები უდევს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...