პიტერ სიიარტო ანდრეი სიბიგას: ეს ჩვენი ომი არ არის, შეწყვიტეთ თქვენს ომში ჩვენი ჩათრევის მცდელობა

ეს ჩვენი ომი არ არის, შეწყვიტეთ თქვენს ომში ჩვენი ჩათრევის მცდელობა. ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინელი კოლეგის ანდრეი სიბიგას განცხადებას, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას.

კიევსა და ბუდაპეშტს შორის პოლიტიკური კამათი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც უნგრეთმა უკრაინის უპილოტო აპარატების დანაყოფის მეთაურს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

„ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი მასზე, ჩვენ არ დაგვიწყია ის, ჩვენ არ ვმონაწილეობდით. შეწყვიტეთ ჩვენი პროვოცირება, შეწყვიტეთ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენება და შეწყვიტეთ თქვენს ომში ჩვენი ჩათრევის მცდელობა“, – დაწერა სიიარტომ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი...

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ ხელშესახებ...