ფინანსთა მინისტრი: 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 8 მილიარდ ლარამდე

2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 8 მილიარდ ლარამდე, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს.

„2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 8 მილიარდ ლარამდე, მათ შორის:

• საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1 მილიარდ 400 მილიონ ლარამდე, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 900 მილიონ ლარამდე;

• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 600 მილიონ ლარამდე;

• წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 500 მილიონ ლარზე მეტი, გარდა ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 250 მილიონ ლარზე მეტს არსებული რესურსიდან მიმართავს ამავე სამუშაოებზე;

• საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 1 მილიარდ ლარზე მეტი;

• ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150,0 მილიონ ლარზე მეტი;

• სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, გამოყოფილია 200 მილიონი ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია თბილისში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დაწყება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი...

დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას...