პარლამენტი დღეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს

პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით, დღევანდელ განხილვაზე დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, როგორც პირვანდელ, ასევე ალტერნატიულ კანონპროექტს დეტალურად გაეცნონ. მმართველი გუნდის წევრების თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს საკითხის სტიგმატიზებას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მეგობრული ურთიერთობები. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო...