პაატა სალია: ევროპარლამენტის მერამდენე რეზოლუციაა, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ინფორმაციას, თუ რა ხდება საქართველოში – ჩვენს მოსახლეობაზე ამას არანაირი გავლენა არ აქვს

მერამდენე რეზოლუციაა, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ინფორმაციას და შეგრძნებას, თუ რა ხდება საქართველოში, რა მოხდა რეალობაში, რატომ არიან ეს ადამიანები დაპატიმრებული, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ რეზოლუციებს საქართველოს მოსახლეობაზე გავლენა არ აქვს.

„როდესაც ევროპარლამენტი დღესაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოგვიწოდებს, ამით ყველაფერი ნათელია. ეს არის კონკრეტულად ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ლობი და წარმომადგენლობა ევროპის პარლამენტში. არანაირი ძალა, არანაირი გავლენა ამას არა აქვს, უპირველესად, ჩვენს მოსახლეობაზე, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე. მოქალაქეები ხედავენ, სად არის სიმართლე. ასეთი მაღალი ტრიბუნიდან როდესაც მსგავსი რეზოლუციები მოდის, ეს მათ რეპუტაციას აზიანებს პირველ რიგში“, – აცხადებს სალია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...