ოკუპირებულ აფხაზეთში გადამფრენი ფრინველები მასიურად იღუპება

ოკუპირებულ აფხაზეთში გადამფრენი ფრინველები მასიურად იღუპება. ამის შესახებ ეკოლოგიის დე ფაქტო კომიტეტის განცხადებაში წერია, რომელსაც აფხაზური ინტერნეტ გამოცემა “აფსნიპრესი” ავრცელებს.

„სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ფრინველების ბუნებრივი სიკვდილის ფაქტები იყოს. ჩვენი წინასწარი შეფასებით, არ არის ინფექცია, დაბინძურება ან მოწამვლა. როცა ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგებს მივიღებთ, უფრო დეტალურად გვექნება საუბარი“ – აცხადებს „აფსნიპრესთან“ საუბარში დე ფაქტო კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, საველი ჭითანავა.

მისი ცნობით, დახოცილი ფრინველის ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევისთვის კრასნოდარის მხარის ქალაქ კროპოტკინის გარემოსდაცვით სამსახურს გადაეგზავნა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის...

საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილმა შიდა და გარე ოპოზიციის დაჟინებულმა და სისტემატურმა მცდელობებმა საზოგადოებრივი დისკუსიის ყოველდღიურობაში დაამკვიდრეს ტერმინი- „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი“. რომ დავფიქრდეთ, ძალიან საინტერესოა,...